გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ალიევი: ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ისტორიაში შევა, როგორც ადმინისტრაცია, რომელიც ცდილობს დახმარებას იქ, სადაც არ გჭირდება

18-12-2024

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ისტორიაში შევა, როგორც ადმინისტრაცია, რომელიც ცდილობს დახმარებას იქ, სადაც არ გჭირდება.


ამის შესახებ ილჰამ ალიევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.


„ბაიდენის ადმინისტრაცია გვეუბნება, ჩვენ გვინდა დაგეხმაროთო. ჩვენ ვპასუხობთ, მადლობა, არ გვინდა. ისინი გვეუბნებიან, „არა, ჩვენ მაინც გვინდა“. მათ აქვთ ასეთი სტრუქტურა „იუესაიდი“, რომელსაც სურს დახმარება, მაგრამ, რატომღაც არა იქ, სადაც საჭიროა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.


აზერბაიჯანის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „იუესაიდი“ პოლიტიკიდან საერთოდ უნდა წავიდეს.


აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა USAID-ი შეიძლება საერთოდ გააუქმოს.


მისივე თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება, აეკრძალა „იუესაიდის“ საქმიანობა სწორი იყო.


„აზერბაიჯანული მედია უცხოური წყაროებიდან არ უნდა ფინანსდებოდეს, თუნდაც 1%-ით. და რატომ უნდა ფინანსდებოდეს? ჩვენ ხომ არ ვაფინანსებთ მედიას აშშ-ში. მათ რაში სჭირდებათ ჩვენი მედიის დაფინანსება?”, – თქვა ილჰამ ალიევმა.