გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა

18-12-2024

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან აჰმედ ალნუაიმისთან (Ahmed Alnuaimi).


ელჩმა მიულოცა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.


შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის კავშირები ინტენსიურად ვითარდება. განხილულ იქნა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხი. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროებში ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.


მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.