გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

The Financial Times: კაია კალასი მოუწოდებს დასავლეთს, შეწყვიტოს ზელენსკისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ ბიძგების მცდელობები

19-12-2024

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მოუწოდებს დასავლეთის დედაქალაქებს, შეასრულონ დაპირებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.


ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა გააფრთხილა, რომ დასავლეთის დედაქალაქებმა უნდა შეწყვიტონ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების შეთავაზება, ამის ნაცვლად კი უზრუნველყონ, რომ კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მათი დაპირებები „ცარიელი“ სიტყვები არ იქნება.


„აზრი არ აქვს უბიძგო ზელენსკის, დაელაპარაკოს პუტინს, რომელსაც საუბარი არ სურს. ჩვენ მშვიდობისმყოფელებზე ვერ ვისაუბრებთ, როცა მშვიდობა არ არსებობს. და რატომ არ არის მშვიდობა? იმიტომ, რომ მშვიდობა რუსეთს არ უნდა“, - ციტირებს გამოცემა კალასს.


„უკრაინის მხარდაჭერა ახლა ბევრად იაფია, ვიდრე ომის გადადება. რუსეთმა საკუთარი მიზნები არ შეცვალა“, - აღნიშნა კალასმა. „მე მხედველობაში მაქვს ის, რომ ჩვენ საკუთარ თავთან პირნათელები უნდა ვიყოთ ამ მხრივ. ახლა რას ვაკეთებთ?“, - დასძინა კალასმა.