გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: ალენ ბერსე პირველი კაცია, პირველი ევროპელია, რომელიც გვეუბნება, რომ მზად არის არგუმენტებით გვესაუბროს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, რასაც ამდენი ხანია ვითხოვთ - ამ ღირსეულ კაცს დავუდასტურეთ მზაობა დისკუსიისთვის

20-12-2024

რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს და იმას, თუ რა შეიცვალა, ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეიცვალა. ერთი პრინციპული რამ შეიცვალა - ძლივს ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ არგუმენტებით გვესაუბროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, მან ალენ ბერსეს დაუდასტურა მზაობა დისკუსიისთვის.


„რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს და იმას, თუ რა შეიცვალა, ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეიცვალა. ერთი პრინციპული რამ შეიცვალა - ძლივს ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ არგუმენტებით გვესაუბროს. პირველი კაცია, პირველი ევროპელია, რომელიც გვეუბნება, რომ მზად არის დაგვიჯდეს, არგუმენტებით გვესაუბროს ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც ამდენი ხანია ვითხოვთ. პირველი ევროპელია, რომელიც მზად არის დისკუსიისთვის. აქედან გამომდინარე ამ ღირსეულ კაცს დავუდასტურეთ მზაობა დისკუსიისთვის", - განაცხადა პრემიერმა.