გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ჩაკვეტაძე: წარმოუდგენელი შეურაცხყოფები ისმის ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მისამართით. კოლექტიურ ნაცმოძრაობას მხოლოდ ისეთი ევროპა უნდა, რომელიც მათ უჭერს მხარს და მხოლოდ ისეთი არჩევნები - სადაც თვითონ გაიმარჯვებენ

20-12-2024

წარმოუდგენელი შეურაცხყოფები მიმდინარეობს თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს მისამართით. კოლექტიურ ნაც. მოძრაობას მხოლოდ ისეთი ევროპა უნდა, რომელიც მათ უჭერს მხარს და მხოლოდ ისეთი არჩევნები - სადაც თვითონ გაიმარჯვებენ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, მაშინ როცა დემოკრატიულ სამყაროში ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არჩევნებია და უთანხმოების გადაწყვეტის ერთადერთი საშუალება - დისკუსია, ოპოზიცია არჩევნებში დამარცხდა და დისკუსიაზე უარს ამბობს, შესაბამისად, დესტაბილიზაციის გარდა არაფერი დარჩენიათ.


„წარმოუდგენელი შეურაცხყოფები მიმდინარეობს თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს მისამართით. კოლექტიურ ნაც. მოძრაობას მხოლოდ ისეთი ევროპა უნდა, რომელიც მათ უჭერს მხარს და მხოლოდ ისეთი არჩევნები - სადაც თვითონ გაიმარჯვებენ. დემოკრატიულ სამყაროში ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არჩევნებია და უთანხმოების გადაწყვეტის ერთადერთი საშუალება - დისკუსია! არჩევნებში დამარცხდნენ და დისკუსიაზე უარს ამბობენ. შესაბამისად, დესტაბილიზაციის გარდა არაფერი დარჩენიათ“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.