გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გიორგი გამსახურდია აშშ-ის მიერ გომელაურის დასანქცირებაზე: ვახო და ძალადობა არის ცა და დედამიწა, მალე ის კარგი და სამართლიანი კაცი, ბატონი დონალდი, შევა თეთრ სახლში და გადაეხედება ყველაფერს

21-12-2024

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დასანქცირებას ეხმიანება.


როგორც გამსახურდია აღნიშნავს, გომელაური და ძალადობა არის ცა და დედამიწა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შევა, ყველაფერს გადაეხედება.


„თუ ვინმე იცნობს ვახო გომელაურს კარგად, ერთ-ერთი ვარ მე. ვახო ჩემი უახლოესი მეგობარია ათეული წლებია. ეგ არ მალაპარაკებს. ვახო და ძალადობა არის ცა და დედამიწა. მალე ის კარგი და სამართლიანი კაცი, ბატონი დონალდი, შევა თეთრ სახლში და გადაეხედება ყველაფერს. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ამერიკა“, - წერს გიორგი გამსახურდია.