გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზურაბ ქადაგიძე: ევროსაბჭოს მდივანი გაცილებული არ გვყავდა, რომ ეუთომ დასკვნა მოგვაყოლა - არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდაო

21-12-2024

„ევროსაბჭოს მდივანი გაცილებული არ გვყავდა, რომ ეუთომ დასკვნა მოგვაყოლა - არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდაო!“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს.


მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან „ახლა დაიწყება ნაძალადევი „პუფიზაცია“, ჩუმად პარლამენტში შეპარვები და გინების სამართლიანად „შეწერა“. „მდაა, ახლა რაღას აპროტესტებს ეს საცოდაობა, რასაც რადიკალური ოპოზიცია ჰქვია? მოკლედ, ახლა დაიწყება ნაძალადევი "პუფიზაცია", ჩუმად პარლამენტში შეპარვები და გინების სამართლიანად "შეწერა". ასეა, როცა უსამშობლო აგენტი ხარ და საკუთარ თავზე, საკუთარ ამომრჩეველზე და საკუთარ რეპუტაციაზე არ ხარ დამოკიდებული“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.