გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე ეთო/ოდირის დასკვნაზე: რადიკალების დროებითი ჟრიამული რაღაც „არნახულ ნეგატივზე“ დროებითია და დასკვნის სკრუპულოზურად გაცნობის შემდეგ, შეიცვლება მათი გლოვით

21-12-2024

რადიკალების დროებითი ჟრიამული რაღაც „არნახულ ნეგატივზე" დროებითია და დასკვნის სკრუპულოზურად გაცნობის შემდეგ, შეიცვლება მათი გლოვით, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც მადლობას უხდის ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები და რომ გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის.


მისივე თქმით, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსესა და ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშების გაცნობის შემდეგ, თანდათან დაიწყება დასავლეთის ცალკეულ „გაბუტულ" ლიდერთა ჯერ მოკრძალებული, ხოლო 20 იანვრის შემდეგ, თანამშრომლობის გაგრძელების აქტიური გზავნილები.


„20 დეკემბერი დიდი დარტყმაა მილევადი ნაცოპოზიციისთვის - ევროსაბჭოს გენმდივნის შემაჯამებელი პრესკონფერენციის გზავნილები და ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა არჩეულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილით. რადიკალების დროებითი ჟრიამული რაღაც „არნახულ ნეგატივზე" დროებითია და დასკვნის სკრუპულოზურად გაცნობის შემდეგ, შეიცვლება მათი გლოვით. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსესა და ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშების გაცნობის შემდეგ, თანდათან დაიწყება დასავლეთის ცალკეულ „გაბუტულ" ლიდერთა ჯერ მოკრძალებული, ხოლო 20 იანვრის შემდეგ, თანამშრომლობის გაგრძელების აქტიური გზავნილები“, - წერს გია აბაშიძე.