გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: ეუთო/ოდირი ადასტურებს, რომ საქართველოში არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, ეს არის სერიოზული დარტყმა არა მარტო ოპოზიციისთვის, არამედ, მათი უცხოელი პატრონებისათვისაც

21-12-2024

ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნება უკვე იმის ინდიკატორია, რომ ნელ-ნელა ველოდებით ჯერ არჩევნების შედეგების აღიარებებს, მერე კი უფრო გაბედულები მოლოცვასაც გაბედავენ, - ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ეუთო/ოდირი ადასტურებს, რომ საქართველოში არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, რაც სერიოზული დარტყმაა ოპოზიციისა და მათი პატრონებისთვის, ვინაიდან, რევოლუციური სცენარი ჩავარდა.


„ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნება უკვე იმის ინდიკატორია, რომ ნელ-ნელა ველოდებით ჯერ არჩევნების შედეგების აღიარებებს, მერე კი უფრო გაბედულები მოლოცვასაც გაბედავენ. ეუთო/ოდირი ადასტურებს, რომ საქართველოში არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, რაც შეეხება ხარვეზებს თუ რეკომენდაციებს, არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი და ახალი ხელისუფლება მისი გამოსწორების მზადყოფნას გამოთქვამს. ეს არის რეალურად სერიოზული დარტყმა არა მარტო ოპოზიციისთვის, არამედ, მათი უცხოელი პატრონებისათვისაც. რევოლუციური სცენარი ჩავარდა, საქართველომ ისევ გაიმარჯვა,” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.