გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გიორგი ფანგანი: გუშინ ჩატარებულა ენერგეტიკოსთა მარში, არ დამეზარა და ყველა გამოშვებას ვუყურე. მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით ენერგეტიკის სექტორიდან მანდ არავინ ყოფილა

21-12-2024

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი გუშინ ჩატარებულ ენერგეტიკოსთა მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება.


როგორც მან აღნიშნა, სრული პასუხისმგებლობით შეუძლია თქვას, რომ ენერგეტიკის სექტორიდან მარშზე არავინ ყოფილა და ეს საცირკო საქმიანობის მოხელეთა მარში უფრო იყო.


„გუშინ ჩატარებულა ენერგეტიკოსთა მარში, არ დამეზარა და ყველა გამოშვებას ვუყურე. პომპეზურად გამოაცხადეს ეს ის ხალხია, ვისი წყალობითაც გვაქვს შუქიო.


მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით ენერგეტიკის სექტორიდან მანდ არავინ ყოფილა! საცირკო საქმიანობის მოხელეთა მარში უფრო იყო“, - წერს გიორგი ფანგანი.