გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ზელენსკიმ მას გაყინული რუსული აქტივებიდან 500 მილიონი ევრო შესთავაზა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე სლოვაკეთის თანხმობის სანაცვლოდ

21-12-2024

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას გაყინული რუსული აქტივებიდან 500 მილიონი ევრო შესთავაზა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე სლოვაკეთის თანხმობის სანაცვლოდ.


რობერტ ფიცოს თქმით, ასეთი წინადადება გაკეთდა პოლიტიკოსებს შორის უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შესახებ საუბრისას.


ფიცოს თქმით, მას შემდეგ, რაც მან ზელენსკის განუცხადა, რომ სლოვაკეთმა შეიძლება წელიწადში დაახლოებით 500 მილიონი ევრო დაკარგოს გაზის ტრანზიტზე, უკრაინის პრეზიდენტმა მას გაცვლა შესთავაზა.


„უკრაინის პრეზიდენტმა მკითხა, მივცემ თუ არა ხმას ნატოში [უკრაინის] გაწევრიანებას, თუ ის 500 მილიონ ევროს მომცემდა [გაყინული] რუსულ აქტივებიდან და, რა თქმა უნდა, მე ვუპასუხე: არასდროს“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.