გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე: თბილისი ვერ გამოიყვანეს და რეგიონების ხალხით „გააბევრეს“, რომ ხვალ კონვულსიებში ჩავარდნილ სალომეს რაღაც მიტინგისმაგვარი მაინც დაახვედრონ

22-12-2024

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რადიკალური ოპოზიციის მიერ რეგიონებიდან თბილისში ხალხის მობილიზებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ "გადახდილია", ვინაიდან მოსახლეობის ჩამოყვანას, გაჩერებას, კვებას და გასამრჯელოს, ფული სჭირდება.


მისივე თქმით, დედაქალაქის მაცხოვრებლები ოპოზიციამ ვერ გამოიყვანა, ამიტომ, რეგიონებით გააბევრეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია, სალომე ზურაბიშვილს "რაღაც მიტინგის მაგვარი" რომ დაახვედრონ.


„ახლაც არ გჯერათ, რომ "გადახდილია?" რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანას, აქ გაჩერებას, კვებას, გასამრჯელოს და ა.შ. რა უნდა? ფული! ასეა, ფული ღირს "ევროპა"...


თბილისი ვერ გამოიყვანეს, და რეგიონების ხალხით "გააბევრეს," რომ ხვალ კონვულსიებში ჩავარდნილ სალომეს რაღაც მიტინგის მაგვარი მაინც დაახვედრონ“ - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.