გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ედიშერ გვენეტაძე: მეხუთე კოლონის წარმომადგენლებს დავალებული აქვთ, გაიმეორონ ზუსტად 33 წლის წინანდელი ამბები, მაშინაც 22 დეკემბერს დაიწყეს, რითაც საქართველო ნაწილობრივ დაქცევა-დაშლამდე მიიყვანეს

22-12-2024

დღეიდან 29 დეკემბრის ჩათვლით ეცდებიან მამაძაღლები ყოველგვარი საშინელებების ჩადენას. ეს ხმამაღლა განაცხადეს გახარიამ, მიჰამ, სალომემ, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.


მისივე თქმით, მეხუთე კოლონის წარმომადგენლებს დავალებული აქვთ, გაიმეორონ ზუსტად 33 წლის წინანდელი ამბები.


„დღეიდან 29 დეკემბრის ჩათვლით ეცდებიან მამაძაღლები ყოველგვარი საშინელებების ჩადენას. ეს ხმამაღლა განაცხადეს გახარიამ, მიჰამ, სალომემ... მეხუთე კოლონის წარმომადგენლებს დავალებული აქვთ, გაიმეორონ ზუსტად 33 წლის წინანდელი ამბები. მაშინაც 22 დეკემბერს დაიწყეს. რითაც საქართველო ნაწილობრივ დაქცევა-დაშლამდე მიიყვანეს. საქართველოს საბოლოო დაშლა-დანაწევრება-განადგურების გეგმები ამ ღიად გამოსულმა მოღალატეებმა მოურიდებლად განაცხადეს ამ დღეებში, როდესაც დაიწყეს საუბრები ე.წ. გურულების, სვანების, იმერლების, მეგრელების...მარშებზე. გახსოვდეთ! ასეთი უსაშინლესი პროვოკაცია-ქმედებები შუა საუკუნეებიდან მოყოლებული თავად ოსმალებს, ირანელებს და ბოლოს მეფის რუსეთსაც კი არ მოსვლიათ თავში. ამაზე დახვეწილი არამზადა „მოყვარე მტერი ყოველი“ საქართველოს არასოდეს არ ჰყოლია. ფრთხილად! საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხს დაუწყეს უბოროტესი თამაში“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.