გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

თენგიზ შარმანაშვილი: ილონ მასკმა ერთხელ აზრი გამოთქვა და უცხოური ჩარევააო, ხმაური ატეხეს - ევროპული ქვეყნების მინისტრების, ევროპარლამენტარების ოპოზიციის მიტინგებზე გამოსვლა შიდა დემოკრატიული პროცესის ნიმუშია საქართველოში?

22-12-2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ყოფილი ევროკომისრის ტიერი ბრეტონის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ილონ მასკი გააკრიტიკა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ღია მხარდაჭერის გამო და მის განცხადებას უცხოური ჩარევა უწოდა.


შარმანაშვილის განცხადებით, თუ მასკის მიერ აზრის დაფიქსირება უცხოური ჩარევაა, საქართველოში ევროპელი პოლიტიკოსების ოპოზიციის აქციებზე გამოსვლა და ამერიკელი ოფიციალური პირების ქვეყნის საქმეებში ჩარევა, შიდა დემოკრატიული პროცესი ვერ იქნება.


„მასკმა ერთხელ აზრი გამოთქვა და უცხოური ჩარევააო, ხმაური ატეხეს. კაცო, ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, ევროპარლამენტარების ოპოზიციის მიტინგებზე გამოსვლა შიდა დემოკრატიული პროცესის ნიმუშია საქართველოში? აღარაფერს ვამბობ ამერიკის ოფიციალური პირებისა და კონგრესმენების პირდაპირ ჩარევებზე”, - წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.