12-11-2018
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე “WTM London 2018” გაუწია. დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის, აჭარის ფინანსთა და ეკონიმიკის სამინისტროსა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად იყო წარმოდგენილი.
ლონდონის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობას 5000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ღებულობდა.
გამოფენის ფარგლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობის მიზნით შეხვდნენ მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების BBC, Euronews, ITV წარმომადგენლებს, ბლოგერებსა და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებს, ასევე წამყვანი ბრიტანული და საერთაშორისო ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებს.
2018 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს რეკლამირებას 22 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია.