გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან", თუ ამას გააკეთებს, დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე

22-12-2024

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან", ყველანაირი ნარჩენისგან, თუ ამას გააკეთებს, ეს პირდაპირ დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავარია ის, თუ რას გააკეთებს დონალდ ტრამპი და არა ის, თუ რას გააკეთებს რომელიმე კონკრეტული სხვა პოლიტიკოსი.


„მთავარია, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან", ყველანაირი ნარჩენისგან, თუ ამას გააკეთებს, ამ შემთხვევაში, ეს პირდაპირ აისახება დადებითად საქართველოს ინტერესებზე და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის. მთავარია ის, თუ რას გააკეთებს დონალდ ტრამპი და არა ის, თუ რას გააკეთებს რომელიმე კონკრეტული სხვა პოლიტიკოსი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.