გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილზე: რეგიონი არ დატოვეს, საიდანაც ხალხი არ ჩამოიყვანეს და ამ ქალმა მასხრად აიგდო ის ადამიანები, რომლებიც ყინვაში მის მოსასმენად მივიდნენ, მთავარია, რომ არც სათქმელი ჰქონდა არაფერი

23-12-2024

ექსპერტი ნინო ფოჩხუა დღეს გამართულ აქციაზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.


როგორც ექსპერტმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა მასხრად აიგდო ის ადამიანები, რომლებიც მის მოსასმენად მივიდნენ, რადგან სათქმელი არაფერი ჰქონდა.


მისივე შეფასებით, ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის „ლიდერია!“.


„დახარჯეს დიდი ფული, დაიქირავეს სამარშრუტო ტაქსები, რეგიონი არ დატოვეს, საიდანაც ხალხი არ ჩამოიყვანეს (მიშამაც კი დაადასტურა ჩამოყვანილი ხალხი) და ამ ქალმა მასხრად აიგდო, გაამაიმუნა ის ადამიანები, რომლებიც ყინვაში მის მოსასმენად მივიდნენ. მთავარია, რომ არც სათქმელი ჰქონდა არაფერი. აი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის რესურსი! აი, ეს ქალი არის რადიკალური ოპოზიციის „ლიდერი!“, - წერს ნინო ფოჩხუა.