გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ლაგოდეხის სარწყავ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

23-12-2024

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.


ქალაქ ლაგოდეხში,  მაგისტრალური    სარწყავი არხის   დაახლოებით 1,1 კილომეტრიანი მონაკვეთი რკინაბეტონით მოპირკეთდა, მოეწყო ჩამქრობი ჭები, აშენდა საფეხმავლო და საავტომობილო ხიდები.  აღნიშნული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, დაახლოებით 370  ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესებასთან ერთად, არხის მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ეზოების დატბორვის საშიშროება აღარ იარსებებს. 


სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.


 საირიგაციო არხზე შესრულებული  სამუშაოები საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა თამაზ მღებრიშვილმა რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.


აღსანიშნავია, რომ, ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 50 პროექტი მიმდინარეობს.