გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რა პრობლემების მოგვარებას სთხოვენ ახალციხელი დეპუტატები მერიას

12-11-2018

ახალციხის საკრებულოს დეპუტატები სოფლებამდე მისასვლელი გზების, სასმელი წყლის და გარეგანათების მოსაწყობად მერიას 2019 წლის ბიუჯეტში თანხის გათვალისწინებას სთხოვენ.

 

2019 წლის ბიუჯეტში გასათვალიწინებელ პროექტებზე დეპუტატებმა, ადგილობრივ საკრებულოს ერთწლიანი მუშაობის შეჯამების დროს ისაუბრეს. სხდომას ესწრებოდა ახალციხის მერი ზაზა მელიქიძეც.

 

„მთელი ღამე სოფელში ტურები დარბიან, აუცილებელია გარე განათება გავაკეთოთ. პატარა სოფელია ექვსი ბოძიც საკმარისი იქნება. ასევე, პრობლემაა სასმელი წყალი რეზერვუარები, ხშირად იჟანგება და ამ წყლის დალევა მოსახლეობისთვის სასურველი არ არის“, – ამბობს ანდრიაწმინდის თემის დეპუტატი ნოდარ სუდაძე და ამატებს, რომ აუცლებელია 2019 წლის ბიუჯეტში მის სოფლებამდე მისასვლელი გზების მოასფალტებისთვისაც გაითვალისწინონ თანხა.

 

გარე განათებას და შიდა გზების მოხრეშვას ითხოვს მინაძის და ჭაჭარაქის დეპუტატი ზაალ ბერიძე: „ჩვენ სოფელში ბეტონის გზა დაიგო, მაგრამ მოსახლეობას შიდა ქუჩების მოხრეშვა სურს და რამდენიმე ადგილზე გარე განათების ბოძის დამატება“.

 

ბერიძემ სხდომაზე სოფელში სკოლის პრობლემის შესახებაც ისაუბრა: „სხვის შენობაში არიან მოსწავლეები დროებით და კარგი იქნება თუ ამ საკითხზე ვიმუშავებთ. სოფლიდან 15–მდე მოსწავლე ყოველდღე ქალაქში დადის სასწავლებლად“.

 

ზაზა მელიქიძის განმარტებით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 15 მილნ ლარი იხარჯება და მომავალ წელს ეს თანხა კიდევ გაიზრდება.

 

„ვეცდებით, რომ დეპუტატების მოთხოვნები გავითვალისწინოთ. გარე განათების დამონტაჟება აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებშიც. რაც შეეხება რეზერვუარების საკითხს, ამ სოფლებში ისეთი წყალია, რომ ლითნს აზიანებს. მე უკვე ვესაუბრე N31 ქარხნაში უჟანგავი ლითონების საამქროს წარმომდგენელს, მაგრამ ზუსტი ნახაზები უნდათ. ბუნებრივია, ამ საკითხის მოგვარება შეიძლება“, – ამბობს მელიქიძე.


sknews.ge