გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რუსთავის მერმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

12-11-2018

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ლობირებით 2017 წელს თანამდებობებზე მოსული მერების ახალი მასობრივი წმენდა იწყება, როგორც ეს GUARDIAN.GE-ის წყარომ აცნობა.

 

 

საკადრო წმენდის მხრივ ამჯერად აქცენტი იმ მუნიციპალიტეტებზე გაკეთდება, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის 28 წლის საპრეზიდენტო არჩევნები წააგო.

 

 

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში „ნაციონალური მოძარობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება ადგილობრივი ხელისუფლების არაეფექტურ მუშაობად შეფასდა და შესაბამისად, ივანიშვილის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტების პირველ პირებს არჩევიდან ერთი წლის თავზე თანამდებობების დატოვება აიძულეს.

 

 

GUARDIAN.GE-ის წყაროს განცხადებით, სხვებთან ერთად თანამდებობის დატოვება მოუწევს რუსთავის მერს, სადაც ვაშაძემ პირველ ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. 

 

 

წყარო: GUARDIAN.GE