გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მოქალაქეების კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

25-12-2024

საქართველოს პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მოქალაქეების კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" სპეციალურად შექმნილი ყალბი გვერდის გამოყენებით, საყოფაცხოვრებო ნივთების რეალიზაციასთან დაკავშირებით სარეკლამო განცხადებები განათავსეს. შემდეგ კი პროდუქციის შეძენის მსურველ პირებს თითქოსდა გასაყიდი ნივთების საფასურის თანხა წინასწარ გადაახდევინეს, ხოლო მათ მიერ შეძენილი პროდუქცია არ მიაწოდეს. აღნიშნული ქმედებით 17 დაზარალებულს ჯამში 15 610 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.


ორივე პირს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე წარედგინათ რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება სხვა დაზარალებულთა გამოვლენის და დანაშაულის გამოაშკარავების მიზნით.