გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლელა წურწუმიამ "მთავარი არხი" დატოვა - „ გადაცემა გაჩერებულია, ჩემი აზრით, აღარ გაგრძელდება“ - აცხადებს კახა მამულაშვილი

25-12-2024

„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით ლელა წურწუმიამ მთავარი არხი დატოვა. „პრაიმ ტაიმი“ ინფორმაციის გადამოწმებას ლელა წურწუმიასთან შეეცადა, თუმცა მომღერალმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.


კომუნიკაცია შედგა წურწუმიას მეუღლესთან კახა მამულაშვილთან, რომელიც ამავდროულად მომღერლის პროდიუსერია, მან დაგვიდასტურა, რომ მთავარ არხზე გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ გაჩერებულია და მისი აზრით არც გაგრძელდება.


„ გადაცემა გაჩერებულია. ჯერჯერობით არ გადის. ჩემი აზრით, აღარ გაგრძელდება. არ ვიცი. ვნახოთ...“ - აცხადებს "პრაიმ ტაიმთან" კახა მამულაშვილი.