გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„მთავარ არხთან“ თანამშრომლობა დავასრულე - ნანუკა ჟორჟოლიანი

25-12-2024

ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა „სხვა ნანუკა“ „მთავარ არხზე“ აღარ გავა - ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმ ტაიმთან“ ნანუკა ჟორჟოლიანმა თავად დაადასტურა.


მისი განცხადებით, ახალი სეზონიდან გადაცემა სხვა არხზე გავა. ნანუკა, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებებს „ფორმულასთან“ და „ტვ პირველთან“ აწარმოებს.


„ახალ სეზონზე, გადაცემა „მთავარ არხზე“ , სავარაუდოდ, არ გავა. ახლა, ეთერში ობიექტური მიზეზების გამო, აღარ გავდივართ, ფიზიკურად ვეღარ ვახერხებ გადაცემის ჩაწერას. ახალი სეზონიდან, გადაცემა სხვა არხზე გავა. ორივე არხთან მაქვს მოლაპარაკება, როგორც „ფორმულასთან“, ასევე, „ტვ პირველთან“.


- მთავართან დაასრულეთ თანამშრომლობა?


კი, კი. ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებ „ტვ პირველთან“ და „ფორმულასთან“,- აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.