გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვახტანგ გომელაურმა აჭარის მთავრობასთან სხვადასხვა საკითხი განიხილა

12-11-2018

აჭარის მთავრობაში სუსის უფროსი ვახტანგ გომელაური შეხვედრებს მართავს. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემაც დაადასტურა. მისი თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხები განიხილება და ეს ჩვეულებრივი ამბავია, ოპოზიცია კი ამის სხვა ჭრილში გადაყვანას ცდილობს. 


"ეს არის ჩვეულებრივი შეხვედრა. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები გაადგილდებიან და ამაში განსაკუთრებული არაფერი ხდება. შეხვედრები ყველგან ტარდება და ჩვეულებრივი მომენტია და ექსტრაორდინალურს ამაში ვერაფერს ვხედავ. ვახტანგ გომელაურთან შეხვედრა მე მქონდა, ჩვენ ხშირად ვხდებით ერთმანეთს. ოპოზიცია ცდილობს შექმნას მორიგი ხრიკი და ტრადიციულად ცდილობს სიტუაციები სხვა ჭრილში გადაიყვანოს",- განაცხადა ზურაბ პატარაძემ. როგორც პატარაძემ განმარტა, საარჩევნო პროცესში ჩართულია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.


გომელაურთან შეხვედრა დაადასტურა ქართული ოცნების წევრმა ირაკლი ჭეიშვილმაც. ჭეიშვილის თქმით, განიხილება როგორც მიმდინარე, ასევე არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები.


"არ უარვყოფთ, რომ აქ არის, რა გასაკვირია სუსის ხელმძღვანელი აქ რომ ჩამოვიდეს, საუბარი მიმდინარეობს მიმდინარე საკითხებზე, რა თქმა უნდა არჩევნებზეც, განიხილება სწორედ უსაფრთხოების საკითხები", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.


აჭარის მთავრობის სახლთან "ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ შეკრებილები და შენობაში შესვლას ითხოვდნენ. მოგვიანებით თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ნაციონალური მოძრაობიდან ელგუჯა ბაგრატიონს შეხვდა.


"აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს შევხვდი, რომელმაც დაადასტურა მთავრობის სახლში ვახტანგ გომელაურის ყოფნა. სამწუხაროდ, არ მომეცა კაბინეტში შესვლისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა. მთავრობის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობენ.


თორნიკე რიჟვაძე არის ფორმალურად დასმული თანამდებობაზე. თორნიკე რიჟვაძეს მთავრობის შენობა ფარცხალაძის სარდაფი ჰგონია და მე არ მომეცა კითხვის დასმის უფლება",- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.


ვახტანგ გომელაურმა აჭარის მთავრობის შენობა დატოვა. 


imedinews.ge