გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ჩიხელიძე: შეეშვით, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, მოგვეცით საშუალება, საქართველოს ქართველი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ჰყავდეს და არა ევროპის მიერ შემოგდებული აგენტი

26-12-2024

„ოპოზიციას მხარს, კიდევ ერთი ფულით ნაყიდი ევროპელი პოლიტიკოსი უჭერს, შვედეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი კარლ ბილდტი ევროპას მოუწოდებს გადაწყვიტოს, ვინ არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი“,-წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის, კარლ ბილდტის განცხადების შესახებ.


ექსპერტის თქმით, ბილდტი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ განცხადებებს გასულ არჩევნებზეც აკეთებდა... რაც მის "ობიექტურობაზე" მიანიშნებს.

მისივე თქმით, კოლექტიური დასავლეთის პოზიცია მეორე ხარისხოვანია, რადგან მიხეილ ყაველაშვილს ქართველი ხალხის მხარდაჭერა აქვს.

ჩიხელიძე ყველას მოუწოდებს, შეეშვან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას.


„ოპოზიციას მხარს, კიდევ ერთი ფულით ნაყიდი ევროპელი პოლიტიკოსი უჭერს, შვედეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი კარლ ბილდტი ევროპას მოუწოდებს გადაწყვიტოს, ვინ არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, ზურაბიშვილი თუ ყაველაშვილი, სიმართლე გითხრათ, ბილდტის წარსულის გათვალისწინებით გამიკვირდა, სიაში სააკაშვილი რომ არ არის... რადგან ის სააკაშვილის დიდი მეგობარი გახლავთ, ბილდტი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ განცხადებებს გასულ არჩევნებზეც აკეთებდა... რაც მის "ობიექტურობაზე" მიანიშნებს. პრეზიდენტის ლეგიტიმაციასთან რა კავშირშია დასავლეთი? სად არის ქართველი ხალხის ინტერესი? კოლეგიას, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩია, ხალხის დიდი მხარდაჭერა აქვს, შესაბამისად ყაველაშვილი ხალხის არჩეული პრეზიდენტია, რომელსაც საქართველოში ფართო მხარდაჭერა აქვს, დემოკრატიული სტანდარტი ხალხის ნების შესრულებაა და არა უგულებელყოფა. კოლექტიური დასავლეთის პოზიცია მეორე ხარისხოვანია, რადგან ყაველაშვილს ქართველი ხალხის მხარდაჭერა აქვს! შეეშვით, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, არ აქვს მნიშვნელობა ყოფილი პრემიერ მინისტრი ხართ თუ მოქმედი, ქართველ ხალხზე მაღლა არცერთი არ დგახართ! მოგვეცით საშუალება, საქართველოს, ქართველი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ჰყავდეს და არა ევროპის მიერ შემოგდებული აგენტი,“- წერს დავით ჩიხელიძე.