გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე კარლ ბილდტზე: ყველა ევრო-ნაძირალა რადიკალიზმის წამხალისებელია საქართველოში, ისე, ჩვენს „ძაან ევროპელებს“ ცოტა მაინც არ ეუხერხულებათ, ქართველი ხალხის მაგივრად რომ წყვეტს ვიღაც ბილდტი, ვინ უნდა აღიარონ საქართველოს პრეზიდენტად?

26-12-2024

„ეს ხომ გახსოვთ რომელია?! ნაც-რეჟიმის ლობისტი რომ იყო და მისი ცოლის კომპანია, საქართველოს ბიუჯეტზე ეჯდა სააკაშვილს“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კარლ ბილდტის განცხადებას, რომლის თანახმად, ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.


ქადაგიძის განცხადებით, ყველა „ევრო ნაძირალა“ და კორუმპირებული პერსონა, საქართველოში რადიკალიზმის წამახალისებელია, მათ რიცხვშია ბილდტიც.

მისივე თქმით, ქართული ლიბერალური ელიტა ისეთი უსამშობლოა, თუ "ბილდტები და კუბილიუსები" იტყვიან, შვილებსაც კი გასწირავენ.


„ეს ხომ გახსოვთ რომელია?! ნაც-რეჟიმის ლობისტი რომ იყო და მისი ცოლის კომპანია, საქართველოს ბიუჯეტზე ეჯდა სააკაშვილს. როდესაც მიშა დაიჭირეს, ჯერ მის ჯანმრთელობაზე და მერე სასამართლოზე წუხდა, რომ არ შეიძლებოდა სააკაშვილის გასამართლება. მოკლედ, ყველა ევრო-ნაძირალა და კორუმპირებული პერსონა, რადიკალიზმის წამხალისებელია საქართველოში. ისე, ჩვენს "ძაან ევროპელებს", ცოტა მაინც არ ეუხერხულებათ, ქართველი ხალხის მაგივრად რომ წყვეტს ვიღაც ბილდტი - ვინ უნდა აღიარონ საქართველოს პრეზიდენტად? თუმცა, ჩვენი "ლიბერალური ელიწა" ხომ ისეთი უსამშობლოა, ოღონდ ბილდტებმა და კუბილიუსებმა თქვან, საკუთარ შვილებს დაკლავენ მსხვერპლად!,“ - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.