გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან ნიკოლეიშვილი კარლ ბილდტის განცხადებაზე: როდესაც ათას კორუფციულ გარიგებაში შემჩნეული, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური უცხოელი პოლიტიკოსი გკარნახობს თუ ვინ უნდა იყოს შენი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ეს უკვე მეტისმეტია

26-12-2024

„ეს უკვე პოლიტიკური გემოვნების კი არა, ეროვნული ღირსების საქმეა. როდესაც ათას კორუფციულ გარიგებაში შემჩნეული, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური უცხოელი პოლიტიკოსი გკარნახობს თუ ვინ უნდა იყოს შენი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ეს უკვე მეტისმეტია“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კარლ ბილდტის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თქმითაც ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.


მისივე თქმით, გამოდის, რომ ევროპამ უნდა თქვას თუ ვინ არის ქვეყნის პრეზიდენტი და არა საქართველოს მოსახლეობამ და კანონმდებლობამ.


„ეს უკვე პოლიტიკური გემოვნების კი არა, ეროვნული ღირსების საქმეა. როდესაც ათას კორუფციულ გარიგებაში შემჩნეული, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური უცხოელი პოლიტიკოსი გკარნახობს თუ ვინ უნდა იყოს შენი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ეს უკვე მეტისმეტია. ე.ი. რა გამოდის, ევროპამ უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება შენი ქვეყნის პრეზიდენტი და არა საქართველოს მოსახლეობამ და ქართულმა კანონმდებლობამ, ამას კი ხბოს აღტყინებით ღიმილით ეგებება უსამშობლოთა დეგრადირებული ჯგუფები. საბედნიეროდ, ასეთი ხალხი ცოტაა საქართველოში, იმდენად ცოტა, რომ მხოლოდ რუსთაველის პროსპექტზე თუ მიდიან საღამოობით, ვითომდა საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად, კარლ ბილდტის განცხადების შემდეგ კი წესით სულ სხვაგან უნდა იკრიბებოდნენ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.