გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქუთაისში თეთრ ხიდზე ამოტვიფრულ ლექსზე შეცდომით დაწერილი ავტორი შეცვალეს

12-11-2018

ქუთაისში, თეთრ ხიდზე ამოტვიფრულ ტერენტი გრანელის ლექსზე შეცდომით ავტორად დაწერილი კოლაუ ნადირაძე წაშალეს და ციტატას რეალური ავტორი მიაწერეს.  თუმცა, შეცდომის გამოსწორების შემდეგ ფილაზე ხარვეზებია. ამის შესახებ Kutaisi Post-ი წერს. 


„ფილაზე ხარვეზი ამ სახით არ დარჩება და გამოსწორდება,“ - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.


ქუთაისში თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 436 000 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში ხიდის ხის საფეხმავლო იატაკი ლითონით ჩანაცვლდა. თავიდან შეიღება მოაჯირი. ხიდზე ასევე ამოიტვიფრა ციტატები, რომელიც თეთრ ხიდსა და ქუთაისს ეხება.


ლექსებს შორის არის ნაწყვეტი ტერენტი გრანელის ლექსიდან „აღსარება ქუთაისს", თუმცა ამ ტექსტს ავტორად კოლაუ ნადირაძე აწერია. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა.


imedinews.ge