გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია ნიკოლაძე: ბულინგი უცხოური აგენტურის ამბავია. ძალიან ცუდია, რაც ხდება, და მხარს ვუჭერ ყველა ჩემს კოლეგას- ვინც, სიტყვით ან ქმედებით, ცდილობს, საზოგადოების დაყოფას, ქართველი არ არის

26-12-2024

ბულინგი უცხოური აგენტურის ამბავია. ძალიან ცუდია, რაც ხდება, და მხარს ვუჭერ ყველა ჩემს კოლეგას. ძალიან არ ვეთანხმები მათ, ვინც ოდნავ მაინც სიტყვით ან ქმედებით, ცდილობს, რომ დაიყოს საზოგადოება. ის არის ეშმაკის მოგზავნილი, არაა ქართველი“, - თქვა "პრაიმ ტაიმთან" საუბრისას გია ნიკოლაძემ.


მისივე თქმით, თუ ქართველი ერი არ შერიგდა, ქვეყანა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.


„ვიღებ მონაწილეობას საახალწლოდ გამართულ ღონისძიებებში. რადგან, თუ ქართველი ერი არ შერიგდა, კატასტროფის წინაშე ვიქნებით. სამოქალაქო ომი უკვე დაწყებულია. ჩვენმა მტერმა უკვე მიაღწია და დაგვაჯახა ერთმანეთს. ახლა, პირველ რიგში, საჭიროა, მთავრობის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ ძალადობის და განვიცდი ამ ნაცემ ბავშვებს, მაგრამ მთავრობას ვუჭერ მხარს, რადგან ვთვლი, რომ არ უნდა აიწეწოს სიტუაცია“, - გვითხრა გია ნიკოლაძემ.