გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

აფხაზეთის „სახელმწიფო ჰიმნის“ ავტორს 10, 12 და 14 წლის ბავშვების გაუპატიურებისთვის 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

12-11-2018

აფხაზ კომპოზიტორსა და ჰიმნის ავტორს, ვალერი ჭკადუას პედოფილიისთვის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში თავისუფლების 20 წლით აღკვეთა მიესაჯა.


ოფიციალურად ორი დაზარალებულია, არაოფიციალურად – მეტი


კომპოზიტორმა პედოფილიით სახელი დიდი ხნის წინ “გაითქვა”. თუმცა, საზოგადოებაში ჭკადუას სტატუსისა და მთავრობაში მისი კავშირების გამო, ის სასჯელს მუდამ თავს არიდებდა.


მაგრამ 2018 წლის 13 თებერვალს სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა. მილიციის თანამშრომლებმა ჰიმნის ავტორი სოფელ ეშერას მიტოვებულ სპორტულ ბაზაზე, უშუალოდ ბავშვთან სქესობრივი აქტის დამყარების დროს დააკავეს.


არაოფიციალური მონაცემებით, ის ბავშვები, რომლებზეც ჭკადუა მუდმივად ძალადობდა, როგორც წესი, გაჭირვებული ოჯახებიდან იყვნენ.


ერთხელ გოგონამ მასწავლებელს შესჩივლა, რომ მას კომპოზიტორის მხრიდან მუდმივი სექსუალური დამცირების ატანა აღარ შეეძლო, მასწავლებელმა კი მას შესთავაზა, როგორც კი ჭკადუა შემდეგ ჯერზე სადმე წაიყვანდა, მაშინვე დაერეკა.


8 თებერვალს მასწავლებელმა მიიღო შეტყობინება, რომ ჭკადუა გოგონას სპორტულ ბაზაზე წაიყვანდა. მასწავლებელმა მაშინვე მილიცია გამოიძახა. მოძალადე უშუალოდ დანაშაულის ჩადენისას, ბავშვთან სქესობრივი აქტის დამყარების მომენტში დააკავეს.


დაწყევლილი ბაზა


2017 წლის ივნისში, ამავე ადგილას სახელმწიფო დაცვის თანამშრომელმა ასტამურ ჯოპუამ 14 წლის გოგონა გააუპატიურა.


ერთი წლის შემდეგ ჯოპუას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა მიესაჯა, 15,000 რუბლის (დაახლოებით $230) ოდენობის ჯარიმის გადახდით.


მას ასევე აკრძალული აქვს ძირითადი სასჯელის მოხდის შემდეგ, სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო ორგანოებში თანამდებობის დაკავება. მოძალადეს ჩამორთმეული აქვს ყველა სამხედრო წოდება.


საქმის მასალებიდან


ვალერი ჭკადუას საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლისა და ექვსი პუნქტისგან შედგება.


ჰიმნის ავტორს, მუქარისა და ძალის გამოყენებით, ორი არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურება ედება ბრალად.


გარდა ამისა, მას ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენაში, გადაცემაში, შენახვაში, გასაღებაში, გადატანასა და ტარებაში. ფაქტები მეორე დაზარალებულის შესახებ გამოძიების დროს გამოვლინდა.


გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ამ საქმიდან:


2012 წელს ჭკადუამ საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, ბამბუკის ჯოხითა და ცოცხით სცემა 10 წლის გოგონას, რის შემედაც ბავშვი ყველაზე გარყვნილი ფორმებით გააუპატიურა. 2012 წლიდან ოთხი წლის განმავლობაში კომპოზიტორი ამ ბავშვის მიმართ არაერთხელ ახორციელებდა ანალოგიურ ქმედებებს – როგორც თავის სახლში, ისე საკუთარ ავტომობილში სოფელ ქვემო ეშერას ტერიტორიაზე მდებარე მიტოვებული სპორტული ბაზის მახლობლად.


2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის მარტამდე პერიოდში (უფრო ზუსტი დრო გამოძიებამ ვერ დაადგინა) გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარაში მდებარე თავის კუთვნილ სახლში ჭკადუამ 12 წლის გოგონა გააუპატიურა.


2018 წლის 13 თებერვალს სოფელ ქვემო ეშერას მიტოვებულ სპორტულ ბაზაზე მილიციის თანამშრომლებმა მას იმ მომენტში მიაგნეს, როდესაც ის საკუთარ მანქანაში 14 წლის გოგონას აუპატიურებდა.


მისი სახლის ჩხრეკისას მილიციის თანამშრომლებმა უკანონოდ შეძენილი იარაღი და საბრძოლო მასალები აღმოაჩინეს.


ხელისუფლების რეაქცია


ამ რეზონანსულ საქმეებთან დაკავშირებით აფხაზეთის პარლამენტმა არასრულწლოვნების მიმართ სქესობრივი დანაშაულების ჩადენისთვის სასჯელი გაამკაცრა.
2018 წლის ბოლოს საბოლოო წაკითხვით მიღებულია სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც სასჯელის შეცვლის ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შერბილების საშუალებას გამორიცხავს, ასევე გამორიცხავს პირობით ვადამდელ გათავისუფლებასაც.


nsp.ge