გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის მიერ სასახლის არდატოვება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, რაც ითვალისწინებს მრავალწლიან პატიმრობას

27-12-2024

სალომე ზურაბიშვილის მიერ სასახლის არდატოვება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, რაც ითვალისწინებს მრავალწლიან პატიმრობას არა მარტო თავად სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამაში იქნება ჩართული, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE"-ში განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეიძლება, პატრონებისთვის თავი გაწიროს სალომე ზურაბიშვილმა, მაგრამ მას მოუწევს გაწიროს პირობითად 100 კაცი, რომელიც მასთან ერთად გამაგრდება ათონელის რეზიდენციაში.


„მგონია, რომ გონივრულ, პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებს. მთავარი მიზეზი, რატომაც ასე მგონია არის ის, რომ სასახლის არდატოვება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, რაც ითვალისწინებს მრავალწლიან პატიმრობას არა მარტო თავად სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამაში იქნება ჩართული. შეიძლება, პატრონებისთვის თავი გაწიროს სალომე ზურაბიშვილმა და ხშირად მარტივად წირავენ ხოლმე საკუთარ აგენტებს ეს პატრონები, მაგრამ მას მოუწევს გაწიროს პირობითად 100 კაცი, რომელიც მასთან ერთად გამაგრდება ათონელის რეზიდენციაში. თუ დაავალეს, ყველაფერი შეიძლება, გააკეთოს. ერთადერთი ვერსია, როცა მე ვუშვებ ამის გაკეთებას სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, არის ის, რომ მას ძალიან ხისტად ავალებენ რეზიდენციაში დარჩენას, სხვა შემთხვევაში თავი გასწიროს ციხისთვის, თან მრავალწლიანი პატიმრობისთვის 72 წლის ქალმა, ან გაწიროს 100-150 ადამიანი მრავალწლიანი პატიმრობისთვის, ეს არ მგონია, მაინცდამაინც რეალური. დავალების პირობებშიც კი მგონია, რომ წინააღმდეგობის გაწევას შეეცდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.