გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს ტოლერანტობის შესახებ ესაუბრა

12-11-2018

დღეს, 12 ნოემბერს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური უნივერსიტეტის სტუდენტებს ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში შეხვდა.

ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს ტოლერანტობის შესახებ ესაუბრა

 

ლია გიგაური სტუდენტებს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პოლიტიკის შესახებ ესაუბრა. მისი მოხსენების შემდეგ კი უნივერსიტეტის სტუდენტებმა ტოლერანტობის თემაზე მოხსენებები წაიკითხეს.

 

„სახელმწიფო პოლიტიკა ორიენტირებულია იქიეთკენ, რომ ყველა ეროვნების და ყველა ერთნიკური ჯგუფის წარმომადგენლისთვის ქვეყანაში განვითარების თანაბარი პირობები იყოს. ჩვენი მიზანია, რომ თოთოეული ახალგაზრდა აქტიურად იყოს ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასევე, გვინდა, რომ ყველა ის სიკეთე, რომელიც სახელმწიფომ თავისი მოქალაქეებისთვის განსაზღრა, ხელმისაწვდომი იყოს უმცირესობებისთვის“, – ამბობს გიგაური.

 

შეხვედრის ფარგლებში სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ტოლერანტობის საკითხებზე მოხსენებები წაიკითხეს.

 

„ჩემი თემა ეხება იმის მიმოხივლას, თუ რას გულისხმობს ზოგადად ტოლერანტობა. ასევე, აქცენტი გავაკეთე იმაზე, თუ როგორ არასაკმარისად ტოლერანტულები ვართ ადამიანები სხვადასხვა ეროვნების ხალხის მიმართ. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის საშველი განათლებაშია“, – ამბობს სტუდენტი ანა არუთუნიანი.

 

ტოლერანტობის კვირეული საქართველოში 12–16 ნოემბერს აღინიშნება.


sknews.ge