გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ცოტნე ანანიძე: რუბლების მიმღებ პარტიასა და დანარჩენ სამ პარტიას შორის განხეთქილება, მათ მთავარ მიზანს, ფულს უკავშირდება. არანაირი იდეური ერთობა - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათთვის მთავარი ფული და ძალაუფლებაა

27-12-2024

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე საბიუჯეტო დაფინანსების შესახებ ოპოზიციურ ფლანგს შორის დაპირისპირებას ეხმიანება.


როგორც ანანიძე აღნიშნავს, განხეთქილება ოპოზიციის მთავარ მიზანს, ფულს უკავშირდება.


„რუბლების მიმღებ პარტიასა და დანარჩენ სამ პარტიას შორის განხეთქილება, მათ მთავარ მიზანს, ფულს უკავშირდება. არანაირი იდეური ერთობა - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათთვის მთავარი ფული და ძალაუფლებაა“, - წერს ცოტნე ანანიძე.


ინფორმაციისთვის, ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების შედეგების მიხედვით, პარტიების დაფინანსებას 6 პარტია მიიღებს: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, "გახარია საქართველოსთვის“, "ლელო საქართველოსთვის“, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“. უარი მხოლოდ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ პარტიამ განაცხადა.