გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: დღევანდელი გადაწყვეტილება არის ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს ჯილდო ამ ქვეყნის გადარჩენისთვის

27-12-2024

ჩვენთვის ერთადერთი, რაც არის საინტერესო, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ასე ვმოქმედებდით 3 წლის განმავლობაში და სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ საქართველო დღეს არ არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის უკრაინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში 2-ჯერ შეცვალეს გარედან ხელისუფლება.


„იმ ძალებს, რომლებმაც ეს გააკეთეს, არ აუღიათ პასუხისმგებლობა უკრაინის ბედზე და პირიქით, ამ წლების განმავლობაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში და უფრო მეტიც, 10 წლის განმავლობაში, 2013 წლიდან მოყოლებული, უკრაინა განადგურებისთვის გაწირეს. ეს არის რეალური მოცემულობა.


საქართველომ თავი გადაირჩინა. დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც გამოცხადებული იქნა, არის ბიძინა ივანიშვილის ჯილდო და საქართველოს ჯილდო ამ ქვეყნის გადარჩენისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.