გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ს მიერ სანქციების დაწესებაზე: დეზორიენტირებულ, ჩავარდნილ რევოლუციას ფიჩხი ესაჭიროებოდა, ბაიდენის მკვდარმა ადმინისტრაციამაც, გადმოუგდო საკბილო უსამშობლო რადიკალებს

28-12-2024

მოკლედ, ფაზლი სრულიად აიწყო - მაიდანი ვერ მოაწყვეს, ოპოზიცია ერთმანეთს დაერია, ყოფილი დიპლომატებისა და ნაცმოძრაობის ლობისტების განცხადებებს, ქართველებისთვის ჩალის ფასი აქვს. ამიტომაც, დეზორიენტირებულ, ჩავარდნილ რევოლუციას ფიჩხი ესაჭიროებოდა, ბაიდენის მკვდარმა ადმინისტრაციამაც, გადმოუგდო საკბილო უსამშობლო რადიკალებს,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას.


მისივე თქმით, საკუთარი საქციელით აღიარეს, რომ სწორედ ამერიკა იდგა, ყველა იმ შანტაჟის უკან, რაც წლებია ბიძინა ივანიშვილის მისამართით ხორციელდებოდა და რადგანაც ვერ დაუქვემდებარეს გლობალურ პოლიტ-კონიუნქტურას, გადაწყვიტეს დინების წინააღმდეგ ცურვისთვის მკაცრად დასჯად იგი.


„აბა, "კრედიტ სუისთან" ამერიკას რა შეხება აქვსო?! მოკლედ, ფაზლი სრულიად აიწყო - მაიდანი ვერ მოაწყვეს, ოპოზიცია ერთმანეთს დაერია, ყოფილი დიპლომატებისა და ნაცმოძრაობის ლობისტების განცხადებებს, ქართველებისთვის ჩალის ფასი აქვს. ამიტომაც, დეზორიენტირებულ, ჩავარდნილ რევოლუციას ფიჩხი ესაჭიროებოდა, ბაიდენის მკვდარმა ადმინისტრაციამაც, გადმოუგდო საკბილო უსამშობლო რადიკალებს. ისე, ბიძინა ივანიშვილი მანამდეც ფაქტობრივი სანქციების ქვეშ იყო და რა შეიცვალა ახლა? ახლა ის შეიცვალა, რომ რასაც წლებია ვამბობდით საკუთარი საქციელით აღიარეს - ამერიკა იდგა, ყველა იმ შანტაჟის უკან, რაც წლებია ბიძინა ივანიშვილის მისამართით ხორციელდებოდა და რადგანაც ვერ დაუქვემდებარეს გლობალურ პოლიტ-კონიუნქტურას, გადაწყვიტეს დინების წინააღმდეგ ცურვისთვის მკაცრად დასჯა, აი ისე, 33 წლის წინ, რომ დასაჯეს საქართველო.

● დიახ, საქართველო არ აქცია დასავლეთ-რუსეთის კონფლიქტის მეხამრიდად.

● დიახ, არ გაანადგურა ქართული ეკონომიკა!

● დიახ, ბიძინა ივანიშვილი, მშვიდობისთვის დაასანქცირეს! მორჩა კინო!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.