გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო ფოჩხუა: როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, როგორ უნდა იყო ბოღმისგან დაბრმავებული, რომ ზეიმობდე იმ კაცის დასანქცირებას, რომელმაც ქვეყნის ისტორიაში ერთადერთმა, უპრეცედენტო ქველმოქმედება გაიღო საკუთარი სამშობლოსთვის

28-12-2024

„როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, როგორ უნდა იყო ბოღმისგან და შურისძიებისგან დაბრმავებული, რომ ზეიმობდე იმ კაცის დასანქცირებას, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციის მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა.


ფოჩხუას განცხადებით, დროებითია ოპოზიციონერების სიხარული, ისევე როგორც ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები.


„როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, როგორ უნდა იყო ბოღმისგან და შურისძიებისგან დაბრმავებული, რომ ზეიმობდე იმ კაცის დასანქცირებას, რომელმაც ქვეყნის ისტორიაში ერთადერთმა უპრეცედენტო ქველმოქმედება გაიღო საკუთარი სამშობლოსთვის. დროებითია მათი სიხარული, ეს სანქციებიც დროებითია და რაც მთავარია ჩვენ ბევრად მეტნი ვართ, ვინც ხედავს ივანიშვილის გაკეთებულ სიკეთეებს და ბოლომდე მის გვერდით ვრჩებით. ვერც ბაიდენები და ვერც აქაური ზურაბიშვილები მას ვერაფერს დააკლებენ,” - წერს ნინო ფოჩხუა.