გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ფინეთი ატოცში ხელოვნური ბარიერების აღმართვას გმობს

12-11-2018

„წელს რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავი აღინიშნება,  მსურს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ფინეთის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავადასტურო და საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ ფინეთის სოლიდარობა გამოვხატო. ჩვენ ბოლო პერიოდში ქარელის რაიონში მიმდინარე ხელოვნური ბარიერების დამონტაჟების პროცესს ვგმობთ, ისევე როგორც მსგავსი სახის გამოვლინებებს საქართველოს სხვა ტერიტორიაზე,“ - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტინო სიონმა, ჰელსინკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის მნიშვნელობას ადგილზე და ამ მხრივ ფინეთის ჩართულობას. მისი განცხადებით, საქართველოს პრობლემატიკა ვეროკავშირის დღის წესრიგში აქტიურად დგას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანოს მხარდაჭერაში ევროკავშირი ერთიანია.

 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თავის მხრივ ფინეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და  ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ რუსეთ-საქართველოს 10 წლისთავზე გამოხატული ღია მხარდაჭერა განსაკუთრებით აღნიშნა.

 

დავით ზალკალიანმა აღნიშნა ფინეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში, რომელიც მისი განცხადებით ერთადერთი საერთაშორისო მისაა ადგილზე და  შემდგომი ესკალაციის პრევენციისა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მთავრობის კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა დაინიციატივაზე ისაუბრა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რაც საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები მოქალაქეებისთვის იმ სარგებლისა და პროგრესის გაზიარებას ისახავს მიზანდ, რაც საქართველოს ევროინტგერაციის პროცესმა მოუტანა. ​