გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზესტაფონში ვეტერანებისთვის უფასო კარდიოლოგიური კვლევები ჩატარდა

12-11-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ურთიერთთანამშრომლობისმემორანდუმის ფარგლებში, აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, მათი ოჯახისწევრებს, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებსა და სოციალურად დაუცველ პირებს, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს. ექიმი-სპეციალისტებისკონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფიული, გულის ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევები (სისხლში შაქრის, ქოლესტერინისა და ჰემოგლობინისდონის განსაზღვრა).

აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება 150-მდე პაციენტს გაეწია. 

აქციის მიმდინარეობას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტისუფროსი, სულხან აბესაძე და ქალაქ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ელგუჯა კვეტენაძე.

შეგახსენებთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელიკარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.