გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ომისა და სამხედრო ძალების არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

12-11-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ომისა და სამხედრო ძალების არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.


"გვინდა, გამოვეხმაუროთ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილისა და მისი შვილების მიმართ განხორციელებული ძალადობის, სიცოცხლის ხელყოფის მუქარის აღმაშფოთებელ ფაქტს. ქალბატონმა სალომემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო დღეებში, მას და მის შვილებს, გაეგზავნათ ესემეს ხმოვანი შეტყობინებები, რომლებშიც სიცოცხლის ხელყოფის მუქარა ნათლად იკვეთება. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი განმარტავს, მუქარა რეალურია, რამეთუ მისი ავტორები იდენტიფიცირებულნი არიან_ისინი გახლავთ ყოფილი სამხედროები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ‘’ნაციონალურ მოძრაობასა’’ და მის მეთაურთან.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და ომისა და სამხედრო ძალების არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია კატეგორიულად ვგმობთ და ვემიჯნებით პრეზიდენტობის ქალბატონი კანდიდატისა და მისი შვილების მიმართ ნებისმიერ ძალადობას, შანტაჟს, მუქარას და სამხედო ძალით მანიპულირების მცდელობას. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში დესტაბილიზაციის, სიძულვილისა და სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ, რის აღსაკვეთადაც, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა გზას მივმართავთ. რამეთუ ჩვენ, ვეტერანებმა, ვის მხრებზეც ქვეყნის უახლესი ისტორიის არა ერთმა ომმა და ძმათა შორის დაპირისპირებამ გადაიარა, ყველაზე უკეთ ვუწყით იმ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რის წინაშეც ჩვენი სახელმწიფო დგას!" - ნათქვამია განცხადებაში.