გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, ვინც არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ეს არის ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის ნებასაც

29-12-2024

ერთადერთი, ვინც არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ეს არის ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის ნებასაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, ქართული საზოგადოება გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას".


„თვითლიკვიდაცია გულისხმობს საზოგადოების ნდობის დაკარგვას. ჩვენ ძალიან მძიმე ზეწოლის პირობებში, მათ შორის სანქციების პირობებში, არჩევნებამდეც იყო სანქციები, არჩევნების წინ იყო პირდაპირ უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესებში, ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართული საზოგადოება გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას". შესაბამისად, ერთადერთი, ვინც არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ეს არის ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის ნებასაც", - განაცხადა პრემიერმა.