გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და "ცოდნის სახლი+"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

12-11-2018

მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს "ცოდნის სახლი +" -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. 


მემორანდუმის ფარგლებში ვეტერანების ოჯახის წევრებს გაეწევათ 50% შეღავათი, ხოლო დაღუპულ ვეტერანთა ოჯახის წევრების მომზადება განხორციელდება უფასოდ, შემდეგ სასწავლო დისციპლინებში:


ა) ყველა სასკოლო დისციპლინა ( საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის)

ბ) უნარ-ჩვევები ( როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ასევე სამაგისტრო პროგრამისთვის)

გ) უცხო ენები (ინგლისური, რუსული, გერმანული, პოლონური, თურქული)

მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ.


მისამართი: ქ. თბილისი თაყაიშვილის ქ. N 4 ( თსუ-ს I კორპუსის მოპირდაპირედ)

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ შპს "ცოდნის სახლი+"-ს ადმინისტრაციას : 
557 77 58 54; 
591 90 09 90