გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ციტრუსის ექსპორტი გაიზარდა

12-11-2018

საქართველოში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში შედის. კერძოდ, გასული წლის 1-11 ნოემბრის მაჩვენებლით, 55 ტონა იყო ექსპორტირებული, მიმდინარე წელს კი ანალოგიურ პერიოდში, ექსპორტი 610 ტონას აღწევს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით ციტრუსის ექსპორტის წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდის მონაცემებს 6-ჯერ აღემატება. მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით, ციტრუსის ექსპორტმა 718 ტონას მიაღწია, შარშან კი ანალოგიურ პერიოდში 106 ტონა იყო. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებად კვლავ რუსეთი, სომხეთი, უკრაინა და ყაზახეთი რჩება.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ციტრუსის სუბსიდირებისთვის უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა, რომლის ძირითადი მიზანია მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა. შტაბში მუშაობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ცხელი ხაზიც (1501), სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვს. 25 ნოემბრიდან დაიწყება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება.

მიმდინარე წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი სავარაუდოდ 55-60 ათას ტონას შეადგენს.