გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დაკავებულია 21 წლის ახალგაზრდა - შსს ბოლნისის გზაზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

31-12-2024

შსს მარნეული-ბოლნისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რასაც 2 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, საავტომობილო გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, ქვეითად მოძრავი ორი მოზარდი, აქედან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.