გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ალექსანდრე წულაძე საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს

2-01-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე სრულიად საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს.

ალექსანდრე წულაძე:


„ყველას, განსაკუთრებით მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს, გილოცავთ ახალ წელს!


მოხარული ვარ, რომ გასულ წელს, მიუხედავად სირთულეებისა, განათლების სისტემაში არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ და დღეს, ახალ წელს ახალი იმედებით და შესაძლებლობებით ვხვდებით.


მჯერა, რომ 2025 წელს ერთობლივი ძალისხმევითა და ურთიერთმხარდაჭერით კვლავ გავაგრძელებთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, კეთილდღეობას, ნაყოფიერ და შესაძლებლობებით სავსე ახალ წელს!“.