გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გორის მერია მეჯვრისხევის ბარაკებში კანალიზაციის მოწყობის გეგმავს

12-11-2018

გორის მერია მეჯვრისხევის ბარაკებში კანალიზაციის მოწყობის გეგმავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, მეჯვრისხევის ბარაკების საკანალიზაციო ქსელის მოწყობის მიზნით, მათ უკვე გამოაცხადეს ორი ტენდერი.


ერთი ელექტრონული შესყიდვა №1, №2 ბარაკების, ხოლო მეორე №4 ბარაკის საკანალიზაციო ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ორივე ტენდერის მიხედვით, წინადადებების მიღების ბოლო ვადად 29 ნოემბერი განისაზღვრა.


სამუშაოების ჯამურმა სატენდერო ღირებულებამ 46 720 ლარი შეადგინა. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.


პროექტით გათვალიწინებული სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.


პროექტის განხორციელების შემდეგ, აღნიშნულ ბარაკებში მცხოვრებ 40-ზე მეტ ოჯახს, საკანალიზაციო სისტემის არ არსებობით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.


ipn.ge