გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გივი მიქანაძე: საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების შურთ

3-01-2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ აზერბაიჯანულ გამოცემა Caliber.az-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების „ვიღაცას შურს“.


როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქვეყნების პარლამენტებს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება.

„აზერბაიჯანსა და საქართველოს ურთიერთობები 2024 წელს შეიძლება დავახასიათოთ, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ჰარმონიული. მათ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მაღალ ნიშნულს მიაღწიეს, ისინი საერთო ინტერესებზე, ისტორიულ კავშირებსა და ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობაზეა დამყარებული.

განსაკუთრებული როლი შეასრულეს პროექტებმა ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და კულტურის სფეროებში, რაც ორმხრივი კავშირების გაძლიერებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა მიქანაძემ.


ქართველი დეპუტატის თქმით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა არის მნიშვნელოვანი, რადგან ის გლობალური პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას უწყობს ხელს. საქართველო ყოველთვის არის მზად იყოს მშვიდობის დამყარების პროცესის მონაწილე, რათა ბაქოსა და ერევანს შორის რაც შეიძლება სწრაფად გაფორმდეს სამშვიდობო ხელშეკრულება, აღნიშნა მიქანაძემ.


„ჩვენ ვიცით, რომ ბევრი საკითხი უკვე შეთანხმებულია, ზოგი ჯერ კიდევ იხილება, დიდია ალბათობა იმისა, რომ 2025 წელს სამშვიდობო ხელშეკრულება მაინც გაფორმდება. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ეს თბილისში მოხდება“, - დასძინა მან.


მიქანაძემ ინტერვიუს დროს აგრეთვე საქართველოში მიღებულ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ შეეხო და დასავლეთი ორმაგი და სამმაგი სტანდარტების გატარებაში დაადანაშაულა.


მან აგრეთვე აღნიშნა, რომ დასავლური ქვეყნების უმრავლესობისთვის 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიუღებელია.


„ამის მიუხედავად, ჩვენ ჩვენი საშინაო დავალების შესრულებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გავაგრძელებთ. და ჩვენ ვიქრობთ, რომ 2028 წლისთვის საქართველოს მხრიდან ვალდებულებათა 90%-ზე მეტი შესრულებული იქნება, და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დასავლეთთან ურთიერთობებიც იმ დროისთვის უკვე ნორმალიზებული იქნება, რაც უკვე აბსოლუტურად დაუბრკოლებელ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ სადღაც 2023 წლისთვის საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს“, - განაცხადა დეპუტატმა.