გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზურაბ ქადაგიძე მიხაილ როთის განცხადებაზე: ატყობთ, რა მასშტაბის იდიოტები მართავდნენ პროცესებს ევროპაში, რომ კისრამდე ნეხვში ჩაწოლილებიც ვერ ათვითცნობიერებენ რეალობას?!

5-01-2025

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის განცხადებას, რომლის თქმითაც, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა.


ქადაგიძე ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მოიხსენიებს, როგორც „იდიტოკრატია“ ევროპულად და მას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ადარებს.


„"იდიოტოკრატია" ევროპულად... ევროპაში - • გერმანიის და ნიდერლანდების მთავრობა ჩამოშლილია ! • საფრანგეთში სამთავრობო კრიზისია! • ესპანეთი ბიუჯეტს ვერ ამტკიცებს! • ბელგია მთავრობის გარეშეა დარჩენილი! • ავსტრიაში კანცლერი გადადგა! • ბულგარეთში ახალი არჩევნების ჩანიშვნას ელოდებიან! საქართველოში- • მთავრობა დამტკიცებულია! • ბიუჯეტი მიღებულია! • პრეზიდენტი არჩეულია! ახლა, ერთი რიტორიკული კითხვა - ატყობთ, რა მასშტაბის იდიოტები მართავდნენ პროცესებს ევროპაში, რომ კისრამდე ნეხვში ჩაწოლილებიც ვერ ათვითცნობიერებენ რეალობას?!,“- წერს ქადაგიძე.