გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 26-ე სხდომა გაიმართა

12-11-2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით 26-ე სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, გიგა ჩხარტიშვილის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად - მრჩევლად არჩევის შესახებ იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.


დავით გაბაიძის განცხადებით, საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი 6 კანდიდატიდან უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა მხოლოდ ერთი - გიგა ჩხარტიშვილი შეარჩიეს.


ბიუროს გადაწყვეტილებით, ფარული კენჭისყრა უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე გაიმართება. წინააღმდეგი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი აღმოჩნდა.


ipn.ge