გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საძიმარს უცხადებს ოკუპირებულ გალში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ბავშვების ოჯახს

6-01-2025

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებულ გალში მომხდარი ტრაგედიის გამო.


"სრულიად საქართველო შეძრა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარმა ენით აუწერელმა ტრაგედიამ,რომლის დროსაც, ხანძარმა, 5 არასრულწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. ძნელია,სიტყვებით გადმოსცე ის ტკივილი,რასაც თითოეული ჩვენგანი განიცდის. ყველანი ვგლოვობთ ბავშვების ოჯახთან ერთად.მთელს საქართველოს გვიმძიმს სანუგეშო სიტყვების პოვნა.


მინდა,პირადად ჩემი,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ვეტერანების სახელით, გულწრფელი სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილთა ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს!"– აცხადებს გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი.