გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით ჩიხელიძე დენიელ ფრიდის განცხადებაზე: წარმოიდგინეთ, რამხელა აბსურდთან გვაქვს საქმე - ადამიანს ასანქცირებენ რუსეთთან კავშირის გამო და თავსაც კი არ იწუხებენ, რომ რამე სახის მტკიცებულება წარუდგინონ ქართულ საზოგადოებას

6-01-2025

სინამდვილეში, ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუე და ვირეშმაკობაა. ასე ცდილობენ ხალხის გაგიჟებას, მაგრამ არაფერი გამოსდით. ქართული საზოგადოება მომწიფებულია იმდენად, რამდენადაც მსგავსი ცრუ ბრალდებები არ დაიჯეროს - ასე აფასებს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ატლანტიკური საბჭოს მკვლევრის დენიელ ფრიდის განცხადებას, რომლის თქმითაც, უმნიშვნელოვანესია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკამ რუსეთის სასარგებლოდ ქმედებებისთვის დაასანქცირა.


ჩიხელიძის განცხადებით, აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს სანქციები ისე დაუწესა, რომ ქართული საზოგადოებისთვის მტკიცებულების წარსადგენად თავიც კი არ შეიწუხეს. მისივე თქმით, დენიელ ფრიდის მსგავსი ლობისტები დიდ ყურადღებას არ იმსახურებენ.


„სინამდვილეში, ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუე და ვირეშმაკობაა. ასე ცდილობენ ხალხის გაგიჟებას, მაგრამ არაფერი გამოსდით. ქართული საზოგადოება მომწიფებულია იმდენად, რამდენადაც მსგავსი ცრუ ბრალდებები არ დაიჯეროს. წარმოიდგინეთ, რამხელა აბსურდთან გვაქვს საქმე - ადამიანს ასანქცირებენ რუსეთთან კავშირის გამო და თავსაც კი არ იწუხებენ, რომ რამე სახის მტკიცებულება წარუდგინონ ქართულ საზოგადოებას. იქცევიან, როგორც იმპერია: მე ვთქვი, შესაბამისად ასეა... არადა ქართველებს ძალიან გვიყვარს სიმართლე და ვიცით, რომ ეს სიმართლე ამჟამად ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის მხარეს არ არის. მსგავს ლობისტებს რაც შეეხება, დიდ ყურადღებას ნამდვილად არ იმსახურებენ, რადგან დღეს ერთი გადამხდელის ინტერესებს ატარებს, ხოლო ხვალ მეორე გადამხდელის ინტერესებს გაატარებს,” - წერს დავით ჩიხელიძე.